გაკვეთილის გეგმა

გაკვეთილის  მთავარი  თემა
ვიწყებთ ათწილადების შესწავლას
სწავლების  საფეხური (კლასი)
VI კლასი
მოსწავლეთა  პროფილი
აღნიშნულ  კლასში სწავლობს 5(ხუთიბავშვი.აქედან  3(სამგოგონაა  და  2() ვაჟი.
გაკვეთილის  მიზნები  და   შედეგები
მოსწავლეს გაუღრმავდეს ცოდნა რიცხვების შესახებ, მათი ჩაწერის ფორმების შესახებ. უკეთ შეძლოს რიცხვებისა და მათზე მოქმედებების გამოყენება მათემატიკაში და ყოფაც-ხოვრების ყველა სფეროში.
წინასწარი  ცოდნა
●შეუძლია წილადის სხვადასხვა ასპექტის გააზრება: კერძოდ, იცის
- წილადი როგორც მთლის ნაწილი
- წილადი როგორც ერთობლიობის ნაწილი
- წილადი როგორც ორი ნატურალური რიცხვის განაყოფი
●იცის შერეული რიცხვების ჩააწერა არაწესიერი წილადის სახით და პირიქით არაწესიერი წილადის ჩაწერა შერეული რიცხვის სახით.
შეფასების  საგანაი  და პროცედურები
შეფასების  რუბრიკა.
სასწავლო  მასალა  და  ტექნიკური  რესურსები
დაფა,ფერადი  ცარცები, ფურცლები, კომპიუტერი, პროექტორი, კომპიუტერული პროგრამა  WWW.cut-the-knot.org/pythagoras/index.shtaml
გაკვეთილის  მსვლელობა/საკლასო  მენეჯმენტი
გაკვეთილზე  შესვლისას  კითხვა-პასუხის  მეთოდით  ვადგენ მოსწავლეთა  ცოდნის  დონეს.(7 წთ.)
მისწავლეებს დასაწყისში მივმართავ შემდეგი კითხვებით
-რამდენი თეთრია 1 ლარში?
-რა ნაწილია 1 თეთრი 1 ლარის?
ანალოგიურად მასისა და სიგრძის ერთულების  გამოყენებით ჩავაწერინებ მეათედებს, მეასედებს, მეათასედებს და ასე შემდეგ.მაგალითად
-თუ ტონაში 1000 კილოგრამია, მაშინ  1 კილოგრამი 1 ტონის რა ნაწილი იქნება?
ამის შემდეგ გაუმარტავ რომ ეს კითხვა შეიძლება ასეც იყოს დასმული
-რამდენი ტონაა 1 კილოგრამში?
და ა. ს...( გავაკეთებ აქცენტს მსგავს კითხვებზე)
(7 წთ.)
●ამის შემდეგ მოსწავლეებს დავაჯგუფებ და თითოეულ ჯგუფს მივცემ ბარათებს სადაც ეწერება  შემდეგი ამოცანის მსგავსი ამოცანები.
-მოცემული არაწესიერი წილადები ჯერ გადააქციე შერეულ რიცხვებად და შემდეგ ჩაწერე ათწილადის სახით.14/10 ;25/10 ;356/100;.....შემდეგ კი ერთი ჯგუფის დავალეაბს შევამოწმებინებ მეორე ჯგუფს და მოვისმენ თითოეული ჯგუფის მიერ მოყვანილ მსჯელობას.  (საჭიროების შემთხვევაში გაუწევ დახმარებას და მივცემ შესაბამის მითითებებს)
ასევე მათ 17 სავარჯიშოს გამოყენებით დავანახვებ ათწილადის თვისებას, რომ ათწილადში მარჯვნიდან ნულების მიწერით მიიღება მოცემული ათწილადის ტოლი ათწილადი.
  (12 წთ.)
●ამის შემდეგ  ჯგუფებს დავავალებ ამოხსნან   26 სავარჯიშო,რომელიც გაავარჯიშებს რიცხვების ათწილადის სახით ჩაწერაში.(დასაწყისში გაუწევ ცოტაოდენ დახმარებას).  (6 წთ.)
●ვისარგებლებ  პროექტორით (კომპიუტერით) და excel-ის პროგრამის გამოყებით ვუჩვენებ შესაბამის მაგალითებს.    (5 წთ.)
აქტიობის განზოგადების მიზნით ერთ-ერთ მოსწავლეს გამოვიყვან დაფასთან და მასთან ერთად მთელ კლასს ვთხოვ გამოიყვანონ 30 სავარჯიშო. (5 წთ.)
მივცემთ   მითითებებს  მთელ   კლასს   საშინაო   დავალების   შესრულების  შესახებ .(3 წთ)